მერკურის კუნძულები
იერსახე
მშობ. სახელი: ინგლ. Mercury Islands | |
---|---|
თანამგზავრული ფოტო. მერკურის კუნძულები მაღლა მარჯვნივ. | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 36°35′ ს. გ. 175°55′ ა. გ. / 36.583° ს. გ. 175.917° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 7 |
მთავარი კუნძული | დიდი მერკური |
ფართობი | 17,2 კმ² |
ახალი ზელანდია |
მერკურის კუნძულები (ინგლ. Mercury Islands) — კუნძულთა მცირე ჯგუფი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მდებარეობს კორომანდელის ნახევარკუნძულიდან 8 კმ-ში, ქალაქ ფიტიანგიდან 35 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ადმინისტრაციულად შედის უაიკატოს რეგიონში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფი მოიცავს დიდი მერკურისა და რედ-მერკურის კუნძულებს, ასევე ხუთ სხვა პატარა კუნძულს. დასახლებული მხოლოდ პირველი მათგანია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, დანარჩენები კი ბუნების ნაკრძალს მიეკუთვნება.
- დიდი მერკური (მაორი. Ahuahu)
- რედ-მერკური (მაორი. Whakau)
- მწვანე კუნძული
- კორაპუკის კუნძული
- შუა კუნძული (მაორი. Aitu)
- სტენლის კუნძული (მაორი. Kawhitu)
- კუნძული დუბლი (მაორი. Moturehu)